ისრაელის განცხადებით, რაფაჰის გადასასვლელი ორშაბათს გაიხსნება

ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორის რაფაჰის გადასასვლელი ორშაბათს გაიხსნება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განყოფილება COGAT-ის განცხადებით, ღაზასა და ეგვიპტეს შორის რაფაჰის გადასასვლელი ორივე მიმართულებით გაიხსნება, თუმცა ღაზას სექტორის მოსახლეობა გადაადგილებას მხოლოდ ფეხით შეძლებს.

„დღეს გადასასვლელის მუშაობის შემოწმება მიმდინარეობს. ორივე მიმართულებით მოსახლეობის გადაადგილება ხვალ დაიწყება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, COGAT-ის ცნობით, გადასასვლელის მუშაობა ეგვიპტისა და ევროკავშირის მიერ იქნება კოორდინირებული.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ გასულ კვირას განაცხადა, რომ რაფაჰის გადასასვლელი ღაზას სექტორიდან ბოლო მძევლის ცხედრის დაბრუნების შემდეგ გაიხსნებოდა. ისრაელმა ღაზადან ბოლო მძევლის, სერჟანტი რან გვილის ცხედარი გასულ ორშაბათს დაიბრუნა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!