რომის პაპი აშშ-სა და კუბას გულწრფელი დიალოგისკენ მოუწოდებს

რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ ღრმად შეშფოთებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის დაძაბულობის ზრდის გამო და მოუწოდა „გულწრფელი და ეფექტური დიალოგისკენ“, რათა ძალადობა და კუბელი ხალხის შემდგომი ტანჯვა თავიდან აიცილონ.

კერძოდ, პაპმა ლეომ განაცხადა, რომ მან „დიდი შეშფოთებით“ მიიღო ინფორმაცია კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის ზრდის შესახებ.

„მოვუწოდებ პასუხისმგებელ პირებს, ხელი შეუწყონ გულწრფელ და ეფექტურ დიალოგს, რათა თავიდან აიცილონ კუბელი ხალხისთვის ძალადობა და შემდგომი ტანჯვა“, - განაცხადა რომის პაპმა.

შაბათს ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კუბას, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ.

„ეს არ უნდა იყოს ჰუმანიტარული კრიზისი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, მანამდე დონალდ ტრამპმა კუბა მოიხსენია, როგორც "საშიში და უჩვეულო საფრთხე" აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ტრამპის თქმით, ის დააწესებს ტარიფებს ქვეყნებზე, რომლებიც კუბას ნავთობს აწვდიან.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!