გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიაში, გაფიცვის გამო, ავტობუსების, ტრამვაის და მეტროს მატარებლების მოძრაობა შეჩერდა, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გაფიცვა საჯარო სამსახურის მუშაკთა გაერთიანებული პროფკავშირის, Ver.di-ს, ორგანიზებით იმართება.

ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირებას მხოლოდ ქვემო საქსონიაში აგრძელებს, რადგან დაახლოებით 5 000 თანამშრომელმა და პროფკავშირმა აიღო ვალდებულება, არ გაიფიცონ, სანამ სატარიფო ხელშეკრულება ძალაში დარჩება.

პროფკავშირი მოითხოვს თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. კერძოდ, ეს მოიცავს შაბათ-კვირას სამუშაო საათების შემცირებას, უფრო მოკლე ცვლებს, უფრო ხანგრძლივ შესვენებებს და ღამის და შაბათ-კვირის სამუშაოსთვის დანამატის გაზრდას.

ბავარიის, ბრანდენბურგის, ზაარლანდის და თიურინგიის ფედერალურ მიწდებზე პროფკავშირი ასევე ხელფასების გაზრდას ითხოვს. იგივე მოთხოვნას უყენებენ ჰამბურგში მდებარე სატრანსპორტო კომპანია Hamburger Hochbahn-საც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს