გიორგი შარაშიძე - „ოცნებამ“ შემოგვთავაზა პროპაგანდისტული პანელური დისკუსია და არ გამოვა ეგრე, ეს არ არის დებატები - „რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდა“ არის ეს სინამდვილეში

„ოცნებამ“ შემოგვთავაზა პროპაგანდისტული პანელური დისკუსია და არ გამოვა ეგრე რა - „რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდა“ არის ეს სინამდვილეში, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

შარაშიძის თქმით, მისი პარტია უარს ამბობს არა დებატებზე, არამედ „ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ პროპაგანდისტულ ფარსზე.

„ჩვენ დებატებზე უარს არ ვამბობთ. ჩვენ უარს ვამბობთ „ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ პროპაგანდისტულ ფარსზე, საკუთარი სატელიტური პარტიების და დახელფასებული ექსპერტების მონაწილეობით, დაანონსებული დებატები ისევ საკუთარი პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენოს. რეალურ დებატებში მონაწილეობაზე ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ, არამედ ახლა, აქედან, პარლამენტის ტრიბუნიდან მოვუწოდებ მას, რომ ნებისმიერ ტელევიზიაში მზად ვართ მოქალაქეებისთვის აქტუალურ ნებისმიერ საკითხზე ვედებატოთ.

იმის არ იყოს, „რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდაო“, დიდი ბოდიში, მაგრამ დებატებს რომ მიანონსებ და მერე პანელურ დისკუსიაზე მიწვევ, სადაც შენ შენი ტელევიზია, სატელიტური პარტიები და ექსპერტები მოგვყავს, ამას ღირსებასთანაც არანაირი კავშირი არ აქვს. ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ, ხომ?! ეს არ არის დებატები. ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ დებატის ნებისმიერ ფორმატზე ვიყავით თანახმა, ვგულისხმობდით რეალურ დებატებს, „ოცნებამ“ კი შემოგვთავაზა პროპაგანდისტული პანელური დისკუსია და არ გამოვა ეგრე რა. „რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდა“ არის ეს სინამდვილეში,“ - განაცხადა შარაშიძემ.

კითხვაზე, „იაგო ხვიჩია არის „ქართული ოცნების“ სატელიტი ოპოზიციონერი?“, შარაშიძე დადებითად პასუხობს.

„დიახ, რა თქმა, უნდა. თქვენ იცით, რომ არსებობს ორი „გირჩი“. არსებობს „ოცნების“ „გირჩი“, „ნაცების“ „გირჩი“. ჩვენ არც ერთს და არც მეორეს რეალურ ოპოზიციად, ცხადია, არ განვიხილავთ,“ - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ „რუსთავი 2“-ის ეთერში დღეს გასამართ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. დებატებში მონაწილეობას მიიღებენ შალვა პაპუაშვილი, სოზარ სუბარი, კოტე ჟღენტი, იაგო ხვიჩია და ნინო ჩხობაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს