გიორგი შარაშიძე დაანონსებულ ცვლილებებზე - ეს გამჭვირვალეობა არ არის, ეს არის, ფაქტობრივად, განსხვავებული აზრის მოგუდვა - კობახიძე და პაპუაშვილი იმასაც ვერ აღიარებენ, რომ წლების განმავლობაში უცხო ძალის ინტერესებს ემსახურებოდნენ და საერთოდ, რაზეა საუბარი?!

ეს გამჭვირვალეობა არ არის, ეს არის, ფაქტობრივად, ქვეყანაში განსხვავებული აზრის მოგუდვა - ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი იმასაც ვერ აღიარებენ, რომ წლების განმავლობაში უცხო ძალის ინტერესებს ემსახურებოდნენ და საერთოდ, რაზეა საუბარი?! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი რეალობით, „ქართული ოცნება“ „ვისაც მოუნდება დააჯარიმებს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, ვისზეც უნდა, თვალს დახუჭავს“.

„ამ კანონებს გამჭვირვალეობასთან საერთო არაფერი აქვთ. ჩვენ გამჭვირვალეობის წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვართ, არც დღეს ვართ, მაგრამ ეს გამჭვირვალეობა არ არის, ეს არის ფაქტობრივად, ქვეყანაში განსხვავებული აზრის მოგუდვა. ეს განსხვავებული აზრი შეიძლება ჰქონდეს მეწარმეს, ექსპერტს, სპეციალისტს. ვისაც მოუნდება, „ოცნება“ დააჯარიმებს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, ვისზეც უნდა, თვალს დახუჭავს. ეს არის „ოცნების“ სამართალი და ქვეყანაში არსებული დღევანდელი მდგომარეობა. ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი იმასაც ვერ აღიარებენ, რომ თავის დროზე, სწორედ უცხო ძალის წარმომადგენლები იყვნენ. მათი ტერმინით რომ ვთქვა, ეს ადამიანები უცხო ძალის ინტერესებს წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ და საერთოდ, რაზეა საუბარი? რა თქმა უნდა, კითხვები გვაქვს, მაგრამ დიდი ალბათობით, პასუხებს ვერ მოვისმენთ და მოვისმენთ ისევ პროპაგანდას,“ - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება „გრანტის“ განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!