„ევროპის უნივერსიტეტის“ ლექტორი, ბავშვთა კარდიოლოგი ნიკოლოზ ლაბარტყავა AEPC-ში, საქართველოს ეროვნულ დელეგატად აირჩიეს

ევროპის უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორი და „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ ბავშვთა ექიმი კარდიოლოგი ნიკოლოზ ლაბარტყავა, ევროპის პედიატრიულ და თანდაყოლილი პათოლოგიების კარდიოლოგთა ასოციაციაში (AEPC) სამი წლის ვადით საქართველოს ეროვნულ დელეგატად აირჩიეს. ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, AEPC-ის 63 წლიან ისტორიაში, საქართველოს პირველად ეყოლება ოფიციალური წარმომადგენელი ასოციაციაში. “ეროვნული დელეგატის პოზიცია ჩემთვის დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს პედიატრიული კარდიოლოგიის და პედიატრიული ინტერვენციული კარდიოლოგიის განვითარებაში“, - აცხადებს ნიკოლოზ ლაბარტყავა.

“ევროპის უნივერსიტეტი” ულოცავს ნიკოლოზ ლაბარტყავას მნიშვნელოვან პროფესიულ მიღწევას და უსურვებს ნაყოფიერ საქმიანობას საერთაშორისო პროფესიულ ასპარეზზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!