„ევროპის უნივერსიტეტის“ ლექტორი, ბავშვთა კარდიოლოგი ნიკოლოზ ლაბარტყავა AEPC-ში, საქართველოს ეროვნულ დელეგატად აირჩიეს

„ევროპის უნივერსიტეტის“ მოწვეული ლექტორი და „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ ბავშვთა ექიმი კარდიოლოგი ნიკოლოზ ლაბარტყავა, ევროპის პედიატრიულ და თანდაყოლილი პათოლოგიების კარდიოლოგთა ასოციაციაში (AEPC) სამი წლის ვადით საქართველოს ეროვნულ დელეგატად აირჩიეს. ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, AEPC-ის 63 წლიან ისტორიაში, საქართველოს პირველად ეყოლება ოფიციალური წარმომადგენელი ასოციაციაში. “ეროვნული დელეგატის პოზიცია ჩემთვის დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს პედიატრიული კარდიოლოგიის და პედიატრიული ინტერვენციული კარდიოლოგიის განვითარებაში“, - აცხადებს ნიკოლოზ ლაბარტყავა.

“ევროპის უნივერსიტეტი” ულოცავს ნიკოლოზ ლაბარტყავას მნიშვნელოვან პროფესიულ მიღწევას და უსურვებს ნაყოფიერ საქმიანობას საერთაშორისო პროფესიულ ასპარეზზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის