ირაკლი კობახიძე დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, 3-5 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური 3 თებერვალს მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოვა.

ირაკლი კობახიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - ინვესტიციების მომავალი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!