ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და გენერალური მდივანი კიევში ჩავიდნენ

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი იგნაციო კასისი კიევში ჩავიდა, -ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კასისთან ერთად კიევში ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუც იმყოფება.

„მე აქ ვარ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ეუთოს, როგორც დიალოგის პლატფორმის როლი და მისი მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მცდელობებს საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის პრინციპების შესაბამისად“, - წერს კასისი სოციალურ ქსელში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!