კაია კალასი - უკრაინაზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, რომ ძალიან რთულ დათმობებზე წავიდეს - ევროპამ უნდა მოითხოვოს რუსეთისგან დათმობები

უკრაინელებზე დიდი ზეწოლა ხორციელდება იმ მიზნით, რომ ისინი ძალიან რთულ დათმობებზე წავიდნენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ქმნის რისკს ბუნდოვანი გახდეს სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა სინამდვილეში.

„თუ ბოლო 100 წელზე დაფიქრდებით, რუსეთი თავს დაესხა მინიმუმ 19 ქვეყანას, ზოგიერთს -3 ან 4-ჯერ. ამ ქვეყნებიდან არცერთი არასდროს დასხმია თავს რუსეთს“, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, ევროპამ უნდა მოითხოვოს რუსეთისგან დათმობები, მათ შორის მათი სამხედრო ძალების, არმიის და ბირთვული იარაღის შეზღუდვა და მოითხოვოს პასუხისმგებლობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის.

კაია კალასის მტკიცებით, რუსები ცდილობენ ფოკუსირება მოახდინონ აშშ-სთან მოლაპარაკებებზე, რათა თავიდან აიცილონ რთული საუბრები, რადგან ხედავენ, რომ „ამერიკელებთან საუბარი ხელს უწყობს მათ მაქსიმალისტური მოთხოვნების შესრულებაში, რომლებსაც სამხედრო გზითაც კი ვერ მიაღწიეს“.

კალასის თქმით, ევროკავშირს ძალიან მკაფიო როლი ეკისრება ნებისმიერი პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შემოწმებაში, რადგან საჭიროა ევროპის ჩართულობა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!