Axios - აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები პარასკევს არის დაგეგმილი

აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები პარასკევს არის დაგეგმილი, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი მოლაპარაკებებს პარასკევს, 6 თებერვალს, სტამბოლში გამართავენ.

წყაროების განცხადებით, შეხვედრის დაგეგმვა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თურქეთის, ეგვიპტისა და კატარის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგია.

ამასთან, გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი სამშაბათს ისრაელში ჩავა, სადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!