ვოლოდიმირ ზელენსკი - ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს რუსეთის მასშტაბური იერიშების შესახებ ვაცნობე

ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს რუსეთის მასშტაბური იერიშების შესახებ ვაცნობე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს იგნაციო კასისს, ასევე ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შევხვდი. დიპლომატია და მიმდინარე კვირაში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრების მოლოდინები განვიხილეთ. ასევე, უკრაინასა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის შესაძლო ფორმატებზე ვისაუბრეთ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ეუთო-ს პრესსამსახურის ცნობით, კიევში ვიზიტის ფარგლებში ორგანიზაციის მოქმედმა თავმჯდომარემ და გენერალურმა მდივანმა საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიმართ ეუთო-ს მხარდაჭერა დაადასტურეს.

„მათ ხაზი გაუსვეს ორგანიზაციის მზადყოფნას, იმოქმედოს ყველგან, სადაც საერთაშორისო ჩართულობა საჭირო იქნება, რთულ კონფლიქტურ სიტუაციებში ეუთო-ს მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე“, - აცხადებს ეუთო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს