სერგეი რიაბკოვი - სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების ვადის ამოწურვამდე აშშ-ს ოფიციალურ მიმართვას არ გადავცემთ

სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების ვადის ამოწურვამდე აშშ-ს ოფიციალურ მიმართვას არ გადავცემთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

სერგეი რიაბკოვის განცხადებით, სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების (START) ვადის გაგრძელების შესახებ რუსეთის წინადადებაზე აშშ-ის მიერ „პასუხის არარსებობა, პასუხს წარმოადგენს“.

„სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების ოფიციალური ვადის ამოწურვამდე დარჩენილი დღე-ნახევრის განმავლობაში ამერიკელებს არანაირ დემარშს ან ოფიციალურ მიმართვას არ გადავცემთ. ჩვენ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, დიდი ხნით ადრე გავაკეთეთ. მათ ამის გაცნობიერებისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ“, - განაცხადა რიაბკოვმა.

ცნობისთვის, აშშ-მა და რუსეთმა ახალი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება 2010 წელს გააფორმეს. ხელშეკრულების ვადა 2021 წელს ხუთი წლით გაგრძელდა. 2023 წლის თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობა შეაჩერა. გასულ წელს ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვების ერთი წლით დაცვა შესთავაზა, თუმცა რუსულ მხარეს აშშ-სგან ოფიციალური პასუხი არ მიუღია.

აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების ვადა 2026 წლის 5 თებერვალს იწურება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს