საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი Steve Jobs American Academy გახდა

Steve Jobs American Academy, რომლის მისიაა გლობალური ტექნოლოგიური ლიდერების აღზრდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აკადემია პასუხობს ტექნოლოგიური პროგრესით განპირობებულ ორ ფუნდამენტურ გლობალურ გამოწვევას: ფორმალური განათლების ჩამორჩენას მომავლის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების შედეგად მოსალოდნელ სისტემურ რისკებს.

Steve Jobs American Academy წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო ეკოსისტემის ნაწილს და მისი პროგრამები ხორციელდება 100-ზე მეტ ქვეყანაში. პროგრამები სერტიფიცირებულია Google-ისა და Microsoft-ის მიერ და აღიარებულია Harvard School of Education-ისა და European Union Commission-ის მიერ. გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ჩვენი ჩართულობა, მათ შორის Apple-ის აქციონერობა, ასახავს აკადემიის გრძელვადიან ტექნოლოგიურ ხედვას. საქართველოში აკადემიამ საქმიანობა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო და დღეს წარმოდგენილია 5 ფილიალით და 800-ამდე მოსწავლით.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აკადემიაში ფუნქციონირებს სამი სასტიპენდიო ფონდი, რომლებიც აფინანსებენ სტივჯობსელთა განათლებას, სტარტაპ პროექტებსა და სოციალურ აქტივობებს. აკადემია ახორციელებს საერთაშორისო მობილობის პროგრამებს მსოფლიო მასშტაბით: უკვე განხორციელდა პრაღისა და გერმანიის საზაფხულო სკოლები TMobile-ის სასწავლო ცენტრში, ხოლო წელს დაგეგმილია CERN-ის, გაეროს და NASA-ს ექსპედიციები. წელს ასევე იგეგმება რამდენიმე მასშტაბური პროექტი და მათ შორის AI ინტეგრირებული ბიზნეს ცენტრების განვითარება, რომელიც ფოკუსირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციასა და მათი მზაობის გაზრდაზე საერთაშორისო ბაზრებისთვის.

„Steve Jobs American Academy-ის გაწევრიანება საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქმნის მნიშვნელოვან წინაპირობას განათლებისა და ბიზნესის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული პარტნიორობა ხელს შეუწყობს ინოვაციური განათლების განვითარებას, ტექნოლოგიების მცოდნე პროფესიონალების მომზადებასა და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან გაძლიერებას“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა