ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენელს შეხვდა

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენელს შეხვდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ვენესუელის მთავრობის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი კარაკასში აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენელს ლორა დოგუს შეხვდა და მათ „ვენესუელის ბოლივარულ რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის არსებული სამუშაო დღის წესრიგი“ განიხილეს.

ვენესუელაში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ლორა დოგუმ ვენესუელელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ვენესუელასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული სამი ფაზა გაიმეორა: სტაბილიზაცია, ეკონომიკური აღდგენა და ძალაუფლების გადაცემა“.

ასევე, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან გილმა სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მხარეებმა „ენერგეტიკული, სავაჭრო, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების შესახებ ისაუბრეს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს