დიმიტრი პესკოვი - უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 4-5 თებერვალს გაიმართება - რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა უცვლელია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აბუ-დაბიში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ხვალ დაიწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება.

მისი თქმით, მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა ისეთივე დარჩება, როგორიც წინა შეხვედრაზე იყო.

„თუ გულისხმობთ უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობას, რომელიც ხვალ იწყება და ხუთშაბათამდე გაგრძელდება, მაშინ ეს იგივე დელეგაცია იქნება, რაც წინა შეხვედრაზე. მას [რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი] კოსტიუკოვი უხელმძღვანელებს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!