არჩილ გორდულაძე - საოცარ დღეშია გახარიას პარტია: ჯერ იყო საუბარი, რომ მიიღებდნენ დებატებში მონაწილეობას, შემდეგ, ან შეეშინდათ, ან მიიღეს დავალება, რომ არ შეიძლება არგუმენტირებულ კამათში შესვლა - მოკლედ, რასაც შეუკვეთავენ, იმ მუსიკაზე იცეკვებს

გახარიას პარტია საოცარ დღეშია: რასაც შეუკვეთავენ, იმ შეკვეთილ მუსიკაზე იცეკვებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმაზე გახარიას პარტიის პოზიციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „სავარაუდოდ, გახარიელი „ნაცები“ სიმართლეს გაექცნენ“.

„გახარიას პარტია, საერთოდ, საოცარ დღეშია. ხან ეუბნებიან, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ხან უკრძალავენ, ხან მერე ისევ ნებას რთავენ, ხან ეტყვიან რომ პარლამენტიდან გავიდეს, ხან შემოვიდეს. მოკლედ, რასაც შეუკვეთავენ, იმ შეკვეთილ მუსიკაზე იცეკვებს. ჯერ იყო საუბარი, რომ მიიღებდნენ მონაწილეობას დებატებში, შემდეგ ან შეეშინდათ, ან პატრონებისგან დავალება მიიღეს, რომ არ შეიძლება არგუმენტირებულ კამათში „ქართულ ოცნებასთან" შესვლა. როგორც „გამჭვირვალობის კანონზე“ ამბობდნენ, რომ ეს არის „ქართული ოცნების" ველი და არ შეიძლება ამ ველში შესვლა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დამტკიცდება „ქართული ოცნების“ სიმართლე, სავარაუდოდ, ზუსტად ამ სიმართლეს გაექცნენ გახარიელი „ნაცები“, - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ „რუსთავი 2“-ის ეთერში გუშინ გამართულ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. დებატებში მონაწილეობა შალვა პაპუაშვილმა, სოზარ სუბარმა, კოტე ჟღენტმა, იაგო ხვიჩიამ და ნინო ჩხობაძემ მიიღეს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ