თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები, ლექტორები და პროფესორები კვლავ შეიკრიბნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები, ლექტორები და პროფესორები კვლავ შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებენ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე.

როგორც განათლების საკითხების მკვლევარმა, ლელა ჩახაიამ აღნიშნა, უნივერსიტეტების გაერთიანებაზე გადაწყვეტილება მიღებული იყო დახურულ კარს მიღმა, „მინისტრის მოადგილემ კი განაცხადა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება“.

„გვერდით რომ გადავდოთ ის, თუ რამდენად მართებულია გადაწყვეტილება, რა შეიძლება მოჰყვეს, ყველა - ლექტორები, სტუდენტები და ასე შემდეგ აფიქსირებენ აზრს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო დახურულ კარს მიღმა. ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა მიიღეს. კვლავ მწირია ინფორმაცია, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ლელა ჩახაიამ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!