შვედეთი და დანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ერთობლივად შეიძენენ

შვედეთი და დანია ერთობლივად შეისყიდიან და მიაწვდიან უკრაინას 2.6 მილიარდი შვედური კრონის (290 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა ქვეყანას რუსეთუს თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ, - ამის შესახებ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს.

შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის ინფორმაციით, შვედეთი BAE Systems Bofors-ის (BAES.L) მიერ შემუშავებული Tridon-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენას 2.1 მილიარდი კრონით დააფინანსებს, დანია კი დაახლოებით 500 მილიონი კრონის ოდენობის წვლილს შეიტანს.

„ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია საჰაერო თავდაცვის ბატალიონის შექმნა, თუ ამას მოისურვებს. შესყიდვა არა მხოლოდ მხარს უჭერს უკრაინას ბრძოლის ველზე მეტი საბრძოლო მასალის უზრუნველყოფით, არამედ აძლიერებს ჩვენს საწარმოო შესაძლებლობებს შვედეთში“, - განაცხადა პალ ჯონსონმა შვედეთის ქალაქ გეტებორგში დანიელ კოლეგასთან, ტროელს ლუნდ პოულსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!