ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა კვლავ არაფრად ჩააგდეს ტრამპის თხოვნა - რუსეთი ან თვლის, რომ კვირაში არასრული ოთხი დღეა შვიდის ნაცვლად, ან ფსონს დებს ომზე

რუსებმა კვლავ არაფრად ჩააგდეს ტრამპის თხოვნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი ან თვლის, რომ კვირაში არასრული ოთხი დღეა, შვიდის ნაცვლად, ან ფსონს დებენ ომზე.

„რუსებმა კვლავ არაფრად ჩააგდეს შეერთებული შტატების ძალისხმევები. ენერგეტიკასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავის შეკავებაზე იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის თხოვნა, იცით ამის შესახებ. ჩვენი სამომლაპარაკებლო გუნდების შეხვედრის დროს, ამერიკის პრეზიდენტი ამბობდა, რომ საჭიროა კვირის განმავლობაში დარტყმებისგან თავის შეკავება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ფაქტობრივად ეს პარასკევს ღამე დაიწყო და დღეს ღამე რუსებმა, ჩვენი თვალსაზრისით, პირობა დაარღვიეს.

ან რუსეთი ახლა თვლის, რომ კვირაში არასრული ოთხი დღეა შვიდის ნაცვლად, ან ნამდვილად ფსონს დებენ ომზე და უბრალოდ ამ ზამთრის ყველაზე ცივ დღეებს დაელოდნენ, როდესაც უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე ცელსიუსით მინუს 20 გრადუსზე მეტია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან იკონტაქტებს ამ დაბომბვაზე და თვლის, რომ პარტნიორები ჩუმად არ იქნებიან იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში. მან ასევე განაცხადა, რომ კიევს მეტი რაკეტები სჭირდება Patriot სისტემებისთვის.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ