თამარ ვეფხვაძე სამინისტროში შეხვედრის შემდეგ - იყო ძალიან მწვავე, ემოციური და საქმიანიც - გაერთიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა მსჯელობა მიდის დეტალებზე, რომ პროცესი მინიმალურად მტკივნეული იყოს

მსჯელობა იყო ძალიან მწვავე, ემოციურიც და საქმიანიც. ძალიან ბევრი მწვავე შეკითხვა დაისვა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ვეფხვაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ვეფხვაძის განცხადებით, შეხვედრის შედეგად გარკვეული პოზიტიური და იმედის მომცემი მოლოდინები გაჩნდა, თუმცა არა უნივერსიტეტების არგაერთიანებასთან დაკავშირებით, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლებამ ცალსახად განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს დეტალებსა და იმ საკითხებზე, რათა პროცესი იყოს მინიმალურად მტკივნეული.

"დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან საჭირო შეხვედრა. ცოტა დაგვიანებულიც იყო, რადგან კარგი იქნებოდა ამ ფორმატში შეხვედრა უფრო ადრეც ყოფილიყო. ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს და ვნებათაღელვის მუხტს, სავარაუდოდ დაწევდა. მსჯელობა იყო ძალიან მწვავე, ემოციურიც და საქმიანიც. ძალიან ბევრი მწვავე შეკითხვა დაისვა. ახლა ველოდებით მინისტრის ჩამობრძანებას. დაანონსებულია, რომ მინისტრი შეხვდება როგორც თსუ-ს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, ასევე სტუ-ს. ვფიქრობ, უფრო მეტ დეტალს შემდგე გაეცემა პასუხი.

გარკვეული პოზიტიური და იმედის მომცემი მოლოდინები შეიქმნა. გაერთიანებასთან არა. ამაზე სახელმწიფომ ცალსახად განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა მსჯელობა მიდის დეტალებზე, იმ საკითხებზე, რომ პროცესი იყოს მინიმალურად მტკივნეული",- განაცხადა თამარ ვეფხვაძემ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება