მარკ რუტე - ევროპა იპოვის უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 15 მილიარდ დოლარს - დარწმუნებული ვარ, რომ ფული იქნება, ყველამ ვიცით რამდენად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს

ევროპა იპოვის უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 15 მილიარდ დოლარს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე პასუხისას, თუ როგორ შეიძლება 15.5 მილიარდი აშშ დოლარის შეგროვება PURL პროგრამის დაფინანსებისთვის, რომელიც აშშ-ში იარაღის შესყიდვისთვის გამოიყენება, რუტემ განაცხადა, რომ ეს სახსრები ნამდვილად იქნება უზრუნველყოფილი.

“სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ფული იქნება, ვინაიდან ყველამ ვიცით რამდენად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს…

ახლა მოკავშირეების ორი მესამედი მონაწილეობენ PURL პროგრამაში, მაგრამ ნამდვილად არის ფინანსური წონის გადანაწილების პრობლემა…

ახლა არიან ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ბევრს აკეთებენ, ბევრი რაღაცას აკეთებს, ხოლო მცირე ნაწილი არაფერს არ აკეთებს. მაგრამ ნამდვილად, საჭიროა დაფინანსების უკეთესი გადანაწილება, და ამაზე ვმუშაობთ,” - განაცხადა რუტემ.

მან აღნიშნა, რომ ცალკეული ერები, რომლებსაც საგრძნობი წვლილი შეაქვთ PURL პროგრამით შესყიდვებში არიან კანადელები, ნორვეგიელები, გერმანელები, შვედები და ბალტიის ქვეყნები.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!