ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აბუ-დაბიში პირისპირ შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მანამდე შეხვედრა გაიმართა გაფართოებულ ფორმატშიც, რომელსაც ესწრებოდნენ სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუბენ რუბინიანი, ასევე აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიქმეთ ჰაჯიევი და პრეზიდენტ ალიევის წარმომადგენელი ელჩინ ამირბეოვი.

ცნობისთვის, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში „ადამიანური ძმობის ზაიედის პრემიის“ მისაღებად ჩავიდნენ. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები პრემიის წლევანდელ გამარჯვებულებად გამოცხადდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს