შალვა პაპუაშვილი ლაშა დარსალიას აშშ-ში შეხვედრაზე - ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება - რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ

ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება - რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრენდან ჰანრაჰანს შორის გამართული შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მზაობას გამოთქვამს, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს.

„აშშ-სა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის სამუშაო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. მნიშვნელოვანია მზაობა, რომელიც ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არსებობს. ჩვენი მზაობაა, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა - მათ შორის, არჩევნებში ჩარევის გზით, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას წარმოადგენდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ეს ფურცელი გადაიშალოს და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს