რუსული მედია - აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დახურული იქნება

აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დახურული იქნება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ეს მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება; პრესა მიწვეული არ არის“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, შეხვედრის შედეგების შესახებ პრესკონფერენციის გამართვა დაგეგმილი არ არის.

მედიის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაცია აბუ-დაბიში უკვე ჩავიდა. იქ იმყოფება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც.

ცნობისთვის, 4-5 თებერვალს, აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. მედიის ინფორმაციით, უკრაინული დელეგაცია უკვე აბუ-დაბიში იმყოფება. დელეგაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. ამერიკულ მხარეს ამ მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. რაც შეეხება რუსულ დელეგაციას, მას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი უხელმძღვანელებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!