ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტს ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ესაუბრა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული საუბრის დროს ჩინეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა „სამაგალითოა“ და ეს ურთიერთობა „საერთაშორისო არასტაბილურობის ფონზე სტაბილიზაციის ფაქტორად რჩება“.

„ჩვენ მზად ვართ მჭიდრო კოორდინაცია გავაგრძელოთ გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე, როგორც ორმხრივად, ასევე მრავალმხრივ ფორუმებზე, კერძოდ, გაერო-ს, BRICS-ის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სხვა ორგანიზაციების ფარგლებში, სადაც რუსეთ-ჩინეთის ტანდემი მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - განაცხადა პუტინმა.

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა გააძლიერონ.

„ჩვენ მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების მე-80 წლისთავი აღვნიშნეთ, რაც ჩვენი ქვეყნების მტკიცე გადაწყვეტილებას ადასტურებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შედეგები და საერთაშორისო სამართლიანობა დაიცვან“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!