რომის პაპი აშშ-სა და რუსეთს ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ უკანასკნელი შეთანხმების განახლებისკენ მოუწოდებს

რომის პაპი აშშ-სა და რუსეთს ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ უკანასკნელი შეთანხმების განახლებისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე „ახალი შეიარაღების რბოლის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს“.

„მოგიწოდებთ, არ დაუშვათ ამ ინსტრუმენტის გაუქმება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ცნობისთვის, აშშ-მა და რუსეთმა ახალი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება (NEW START) 2010 წელს გააფორმეს. ხელშეკრულების ვადა 2021 წელს ხუთი წლით გაგრძელდა. 2023 წლის თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობა შეაჩერა. გასულ წელს ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვების ერთი წლით დაცვა შესთავაზა, თუმცა რუსულ მხარეს აშშ-სგან ოფიციალური პასუხი არ მიუღია.

აშშ-სა და რუსეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების ვადა 2026 წლის 5 თებერვალს იწურება. ხელშეკრულების ვადის გასვლა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, სახელმწიფოებს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას გულისხმობს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!