სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილმა დროებითმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა

სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილმა დროებითმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა.

პირველი სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იყო, სადაც კომისიის თავმჯდომარედ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი - შოთა ბერეკაშვილი, ხოლო მის მოადგილედ “ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი აირჩიეს.

როგორც ბერეკაშვილმა განაცხადა, დროებითი კომისია მომავალი კვირიდან სამუშაო რეჟიმში გადავა. მისი თქმით, კომისია აღნიშნული სექტორს სრულყოფილად შეისწავლის, პარლამენტში მათ წარმომადგენლებს მოიწვევს და განიხილავს, თუ რა გამოწვევებია და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ, რაც ბერეკაშვილის განცხადებით, საბოლოო ჯამში, ფასებზე აისახება.

“კომისიის ფარგლებში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. წინ კონსტრუქციული და საინტერესო სამუშაო გველის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა

სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი კომისია 14 წევრისგან შემდგება. კომისიაში ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ არიან: - შოთა ბერეკაშვილი, ნინო წილოსანი, მაია ბითაძე, პაატა კვიჟინაძე, ვახტანგ თურნავა, ზაზა ლომინაძე და გელა სამხარაული.

კომისიაში სამი წევრით იმუშავებს ფრაქცია “საქართველოსთვის“. აღნიშნული ფრაქციიდან დროებითი კომისიის წევრები არიან: - გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე და ქეთევან ბაკარაძე.

სამი წევრი ეყოლება პოლიტიკურ ჯგუფს “ხალხის ძალა“ - გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და ეკა სეფაშვილი. დროებით კომისიაში “ევროპელი სოციალისტებიდან“ ილია ინჯია შევიდა.

დროებით საპარლამენტო კომისია სამი თვის განმავლობაში იფუნქციონირებს.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში