ზვიად გაბისონია - პარასკევს, მინისტრთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან და საშუალება გვექნება, პოზიციები შევაჯეროთ - საკითხს ოპტიმისტურად ვუყურებთ

ვფიქრობთ, რომ პარასკევის შეხვედრა მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ორივე უნივერსიტეტის [თსუ და სტუ] წარმომადგენლები დაესწრებიან და საშუალება გვექნება, რომ პოზიციები შევაჯეროთ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი საკითხები, რაზეც ბოლო ორი დღის განმავლობაში მას ჰქონდა შეხვედრები პროფესორებთან, გადაჭრადია.

„ვფიქრობთ, რომ პარასკევის შეხვედრა მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ორივე უნივერსიტეტის [თსუ და სტუ] წარმომადგენლები დაესწრებიან და საშუალება გვექნება რომ პოზიციები შევაჯეროთ. ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ საკითხს - ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილება რეორგანიზაციის შესახებ, მეორეა თავად პროცედურების ნაწილი. დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა მთავარი საკითხები, რაზეც ბოლო ორი დღის განმავლობაში მე მქონდა შეხვედრები [პროფესორებთან], ვფიქრობ რომ გადაჭრადია”, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ამასთან, ზვიად გაბისონიამ უპასუხა შეკითხვას, რომელიც უნივერსიტეტებთან გამართულ საპროტესტო აქციებს შეეხებოდა და აღნიშნა, რომ პროტესტის საკითხი დემოკრატიზაციის პროცესის ნაწილია.

„რაც შეეხება იმ საკითხებს, რაც მათ მიერ არის დასმული, ვფიქრობ, ბევრ მათგანზე პოზიტიური გადაწყვეტილებები იქნება პარასკევს, ეს, რა თქმა უნდა, რეორგანიზაციის საკითხს არ გულისხმობს - იქ ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც უნივერსიტეტის წარმომადგენლებს აწუხებდათ და ვფიქრობთ, რომ ეს საკითხები გადაჭრადი იქნება”, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას უკავშირდება. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით 86-ხმით (10 - წინააღმდეგი) მიიღეს. მასთან ერთად ცვლილებები განხორციელდა “განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში და “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონში.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ