მარია ზახაროვა - არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ინდოეთმა რუსეთთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის მიმართ თავისი მიდგომა შეცვალა

არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ინდოეთმა რუსეთთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის მიმართ თავისი მიდგომა შეცვალა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ინდოეთის მიერ რუსული ნახშირწყალბადების შეძენა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა და ეს საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას ხელს უწყობს“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთი ენერგეტიკულ სფეროში ინდოეთთან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზად არის.

ცნობისთვის, ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი რუსეთიდან ნავთობის შეძენის შეწყვეტას დათანხმდა.

„მან თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან, შესაძლოა, ვენესუელისგანაც. ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს, მაშინ როდესაც ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება!“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!