საქართველოს ეროვნული ბანკის „თვის მიმოხილვას“ - იანვარში, დეკემბერთან შედარებით, ფასების დონემ 1.2%-ით მოიმატა - წლიურმა ინფლაციამ კი 4.8% შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს.

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალური ანალიზია წარმოდგენილი.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს.

„ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა. ძირითადი ტენდენციები:

ინფლაცია - იანვარში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასების საერთო დონემ 1.2%-ით მოიმატა.

საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, სტაბილურობას ინარჩუნებს. იანვარში საბაზო ინფლაციამ 2.1% შეადგინა;

მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს (3.0%) უტოლდება.

საბანკო სექტორი - დეკემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით გაიზარდა და წლიურმა მაჩვენებელმა 14.0% შეადგინა;

დეპოზიტების დოლარიზაცია დეკემბერში 0.2 პპ-ით შემცირდა და 47.7% შეადგინა;

დეკემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია გაიზარდა 0.5 პპ-ით 42.4%-მდე.

საგარეო სექტორი - იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 8.8%-ით გაიზარდა 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე. დეკემბერში საქონლის იმპორტზე ზრდის მიმართულებით სამომხმარებლო და შუალედური მოხმარების პროდუქტები მოქმედებდა, თანაბარი 6.9-6.9 პპ წვლილებით;

ექსპორტი - ექსპორტი 22.5%-ით გაიზარდა და 673.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. დეკემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიურად ზრდა ძირითადად განპირობებული იყო შუალედური (10.4 პპ კონტრიბუციით) და სამომხმარებლო (8.6 პპ კონტრიბუციით) საქონლის ექსპორტის ზრდით. ასევე გაზრდილია საინვესტიციო საქონელი (3.6 პპ კონტრიბუციით).

დეკემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 342.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი დაახლოებით 6.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „პუბლიკაციების" რუბრიკაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში