ლევან გოგიჩაიშვილი - ვერ ვხვდები, რა კომპლექსია, თქვან რომ მდინარაძე ამერიკაშია ან თქვას, რომ აქ არის, ადრე ყველა კამერას მისდევდა პარლამენტში - ივანიშვილს ამერიკაში სათხოვარი აქვს, გარანტიები სჭირდებათ და მდინარაძე სახვეწნად გაუშვეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკაში იმყოფება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ამერიკაში ყოფნა დანაშაულს არ წარმოადგენს და გაუგებარია, რატომ არ ხდება ამის პირდაპირი დადასტურება ან უარყოფა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მსგავსი შემთხვევა ადრე სუს-ის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებას აშშ-ში გარკვეული პოლიტიკური ინტერესები და მოთხოვნები აქვს, მათ შორის, ურთიერთობების აღდგენისა და გარანტიების მიღების კუთხით. გოგიჩაიშვილის თქმით, მამუკა მდინარაძე სწორედ ამ მიზნებისთვის არის გაგზავნილი.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი (მამუკა მდინარაძე) იმყოფება ამერიკაში. სუს-ის ბევრ განცხადებას მოკლე ფეხები აქვს. მდინარაძე არ იყო დამალული ადამიანი მედიასთან და თვითონაც შეუძლია ამასთან დაკავშირებით პოზიცია ჰქონდეს. ვერ ვხვდები რა კომპლექსია, რომ თქვან ამერიკაშია ან თქვას, რომ აქ არის. ადრე ყველა კამერას მისდევდა მე-9 მოწვევის პარლამენტში, ასეთი მოთხოვნა ჰქონდა, შესაბამისად, ამას თავისი მტკიცებულება სჭირდება. ჯერ ერთი, ამაში არაფერი დანაშაული არ არის.

ჩვენ როდესაც ვთქვით, რომ ლილუაშვილი ამერიკაშია, ის იყო ამერიკაში. ჩვენ ვთქვით ამერიკაშია, სუს-მა თქვა არა, თან ისე თქვეს, თითქოს დანაშაულში ვამხილეთ. რა მოხდა თუ წასულია? გასაგებია, რომ ივანიშვილს რაღაც სჭირდება ამერიკაში. სათხოვარი და სახვეწნი აქვს. გარანტიები და ურთიერთობების აღდგენა სჭირდებათ. მდინარაძე არის სახვეწნად გაშვებული“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილის თქმით, პარტიას დამატებითი ინფორმაციაც გააჩნია იმის შესახებ, თუ ვისთან ცდილობენ შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ში, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა.

„თუ წასულია ეს რანგი და მეორე შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ის (მამუკა მდინარაძე) არის წინა ფრონტი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - უკანა ფრონტი. სხვა ინფორმაციებიც გვაქვს - ვის ხვდება, ვინ არ ხვდება, ვისთან ითხოვდა შეხვედრას“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილმა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ფლობს ძალაუფლებას, რადგან პრემიერ-მინისტრი სწორედ ამ პარლამენტმა აირჩია და მას ექვემდებარება სახელმწიფო სტრუქტურები.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობა აღიარებულია.

გოგიჩაიშვილმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობის საკითხზე. მისი თქმით, თუ ზურაბიშვილი თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს, შეუძლია გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის შეწყალების აქტი, თუმცა „რეალურად ზურაბიშვილის პრეზიდენტის ფუნქციების შესრულება აღარ შეუძლია“.

„თუ სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტია, შეუძლია შეწყალების აქტი გამოსცეს და ადამიანები ციხიდან გამოუშვას. ვიღაცისთვის ეს შეიძლება სასაცილო იყოს, ვიღაცისთვის პოლიტიკური ხაზი და სხვა რეალობა. გაერო-ში საქართველოს სახელით გამოვიდა სხვა ადამიანი (მიხეილ ყაველაშვილი). ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ რეალობას. ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ პარლამენტმა აირჩია და მას ექვემდებარება სახელმწიფოს სტრუქტურები ეს არის მოცემულობა, ვაღიარებ თუ არა ამას, რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნები გაყალბდა, „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი არ აუღია. დღეს ისინი ძალაუფლებას ფლობენ, ჩვენ ამას ვაღიარებთ. ჩვენ საპარლამენტო ინსტრუმენტებს ვიყენებთ საზოგადოებასთან უკეთესად კომუნიკაციისთვის. ის, რომ ადამიანებს არ მოვუწოდებთ შევარდნისკენ და წესრიგის დარღვევისკენ, ესეც ფაქტია, მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები არჩევნებზე გადის. მიგვაჩნია, რომ ქუჩა და რევოლუციები არის გუშინდელი დღე. ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი, ეს არის მისი პოზიცია, მაგრამ რეალურ ფუნქციებს ის ვერ ასრულებს“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით