ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი - აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სამწუხაროა

აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სამწუხაროა, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთს შორის გაფორმებულ ახალი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებას (New START) „გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის შესანარჩუნებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს“.

„საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია, რომ შეთანხმების ვადის გასვლა ბირთვული შეიარაღების კონტროლის სისტემასა და საერთაშორისო ბირთვულ წესრიგზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, რომ რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგი განაახლოს“, - აღნიშნა ლინ ძიანმა.

ცნობისთვის, აშშ-მა და რუსეთმა ახალი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება (New START) 2010 წელს გააფორმეს. ხელშეკრულების ვადა 2021 წელს ხუთი წლით გაგრძელდა. 2023 წლის თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობა შეაჩერა. გასულ წელს ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვების ერთი წლით დაცვა შესთავაზა, თუმცა რუსულ მხარეს აშშ-სგან ოფიციალური პასუხი არ მიუღია.

აშშ-სა და რუსეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2026 წლის 5 თებერვალს შუაღამისას ამოიწურა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!