ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ხალხის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად მუშაობას გავაგრძელებთ, ყველა მათგანი უნდა დავაბრუნოთ და ამას აუცილებლად შევძლებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ხალხის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად მუშაობას გავაგრძელებთ, ყველა მათგანი უნდა დავაბრუნოთ და ამას აუცილებლად შევძლებთ

157 უკრაინელს სახლში ვაბრუნებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„სახლში ვაბრუნებთ შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მეომრებს. ასევე, ბრუნდებიან სამოქალაქო პირებიც. მათი უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი გაცვლა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოხდა.

„ჩვენი ხალხის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად მუშაობას გავაგრძელებთ. ყველა მათგანი უნდა დავაბრუნოთ და ამას აუცილებლად შევძლებთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.