რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ უკრაინამ, აშშ-მა და რუსეთმა აბუ-დაბიში ცეცხლის შეწყვეტისა და საბრძოლო მოქმედებების შეჩერების მონიტორინგის შესაძლებლობები განიხილეს

უკრაინამ, აშშ-მა და რუსეთმა აბუ-დაბიში ცეცხლის შეწყვეტისა და საბრძოლო ქმედებების შეჩერების მონიტორინგის შესაძლებლობები განიხილეს.

ამის შესახებ მოლაპარაკებების კომუნიკეშია ნათქვამი, რომელსაც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის თავმჯდომარე, რუსტემ უმეროვი აქვეყნებს.

“საუბრები კონსტრუქციული იყო და ფოკუსირდებოდნენ იმაზე, თუ როგორ შეიქმნას პირობები მყარი მშვიდობისთვის.

დელეგაციებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც როგორც რუსეთის ფედერაცია ისევე უკრაინა 157 ომის ტყვეს გაათავისუფლებენ. ეს პირველი გაცვლაა ბოლო ხუთ თვეში.

ორი დღის მანძილზე დელეგაციებს ფართო სპექტრის საუბრები ჰქონდათ დარჩენილ ღია პრობლემებზე, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის განხორციელების მეთოდებზე და საბრძოლო ქმედებების შეჩერების მონიტორინგზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ დელეგაციები ანგარიშებს ჩაიტანენ და შემდგომ კვირებში გააგრძელებენ სამმხრივ საუბრებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!