სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება  სამშვიდობო მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის შემდგომი სანქციები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბესენტის თქმით, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს.

„მე ამას განვიხილავ. ვნახოთ, სად წავა სამშვიდობო მოლაპარაკებები“, - განაცხადა ბესენტმა სენატის საბანკო კომიტეტის მოსმენაზე.

მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსული ნავთობ კომპანიების, „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ხელი შეუწყო სამშვიდობო მოლაპარაკებებში მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის დაბრუნებას.

კითხვაზე, რა როლს ასრულებს დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, ბესენტმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ის მოლაპარაკებებში ჩართულია, როგორც სპეციალური წარმომადგენელი და თანამოსაუბრე.

„დემოკრატმა” სენატორმა ენდი კიმმა განაცხადა, რომ ტრამპის ოჯახის წევრების ჩართულობამ, რომლებსაც ოფიციალური თანამდებობები არ უკავიათ, შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!