თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე - ჩემზე ზეწოლა გამორიცხულია, ამას ვერავინ გააკეთებს, ვერავინ შემიშლის ხელს, რომ ვემსახურო ქართველ ხალხს

ბესარიონ ალავიძე რასაც ამბობს, ჩემთვის წარმოუდგენელია - ჩემზე ზეწოლა გამორიცხულია, თუ მოსამართლეები ამოიღებენ ხმას და იტყვიან, არა, როდესაც უნდა ითქვას არა, მაშინ სამართალს ყოველთვის მიეცემა გასაქანი - ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, ვლადიმერ ხუჭუა აღნიშნავს, რითაც ეხმაურება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესო ალავიძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.

როგორც ხუჭუა აღნიშნავს, მოსამართლეების მხრიდან „ამას უნდა გაეცეს პასუხი“.

„ჩემზე ზეწოლა გამორიცხულია, ამას ვერავინ გააკეთებს, მე ვერავინ შემიშლის ხელს, რომ ვემსახურო ქართველ ხალხს, ეს გამორიცხულია. ბესარიონ ალავიძე რასაც ამბობს, ჩემთვის წარმოუდგენელია. ის თავის გამოსვლებში ადასტურებს, რომ მოსამართლეებზე ხორციელდებოდა და ხორციელდება ზეწოლები, ისინი არიან შეშინებულები, არიან ჩუმად, ვერ იღებენ ხმას და მას აქვს ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. გაოგნებული ვარ, ამასთან დაკავშირებით, რატომ არის დუმილი, რადგან ამას უნდა გაეცეს პასუხები. შეუძლებელია, რომ ეს საკითხი დარჩეს გამოკვლევის გარეშე. თუ მოსამართლეები ამოიღებენ ხმას და იტყვიან, არა, როდესაც უნდა ითქვას არა, მაშინ სამართალს ყოველთვის მიეცემა გასაქანი”,- აღნიშნავს ხუჭუა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს