GM PHARMA და PSP - 26-წლიანი პარტნიორობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის

საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს წელს 26 წელი უსრულდება. 26 წელია გრძელდება GM PHARMA-სა და სააფთიაქო ბაზრის ლიდერის - PSP-ს სტრატეგიული პარტნიორობაც, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

ახლახან, GM PHARMA-ს მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდმა PSP-ს სააფთიაქო ქსელის ფარმაცევტებთან სტრატეგიული სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს თანამშრომლობის 26-წლიანი გამოცდილება და განიხილეს პარტნიორობის შემდგომი განვითარების ძირითადი მიმართულებები.

კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ფარმაცევტულ ბაზარზე მომხმარებელთა მოთხოვნებსა და ტენდენციებზე, GM PHARMA-ს წარმოებაში დანერგილ ინოვაციებსა და სიახლეებზე, ახალი მედიკამენტების განვითარების გეგმებზე, ასევე GM PHARMA-სა და PSP-ს პარტნიორობის გაღრმავებაზე.

GM PHARMA, როგორც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული წარმოების მქონე კომპანია და PSP, როგორ ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი, პარტნიორობის ფარგლებში, მუდმივად მუშაობენ ინოვაციური მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე.

აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება:

  • ხარისხის გარანტიას, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს,
  • სანდო არჩევანს - მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალურ რეკომენდაციებზე დაყრდნობით
  • მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებას

GM PHARMA და PSP მადლობას უხდიან მომხმარებლებს ნდობისთვის, ხოლო თანამშრომლებს - პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც წლების განმავლობაში, ერთი მხრივ, წარმატებული პარტნიორობის საფუძველი გახდა, ხოლო მეორე, მხრივ უდიდესი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებაში.

(R)

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე