ანიტა ჰიპერი - გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარში დგომას და ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის შემდგომი ზომების განხილვას, რათა დემოკრატიულ გზას დაუბრუნდნენ

საქართველოში, სამწუხაროდ, დემოკრატიისთვისა და თავისუფლებისთვის არსებული ვითარების გაუმჯობესების ვერანაირ ნიშნებს ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჰიპერის პასუხი „ევროსკოპის“ კითხვას მოყვა, რომელმაც ახსენა, რომ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა.

„ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ეს უარყოფისა და პროექციის კლასიკური ტაქტიკაა. ზუსტად ეს ხდება ახლა საქართველოში, სამწუხაროდ, და არსებული ვითარების გაუმჯობესების ვერანაირ ნიშნებს ვერ ვხედავთ დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, უფლებებისთვის, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოში - სამოქალაქო საზოგადოება, სიტყვის თავისუფლება.

როდესაც საუბარია პოლიტიკურ კონტაქტებზე, როგორც იცით, პოლიტიკური კონტაქტების დონე დავწიეთ. ასევე შევაჩერეთ საქართველოს ხელისუფლებისთვის ნებისმიერი პირდაპირი დახმარება და ასევე შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა დიპლომატებისთვის, ოფიციალური პირებისთვისა და მათი ოჯახებისთვის.

ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ ყოველთვის ქართველი ხალხის მხარში დგომას და ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის შემდგომი ზომების განხილვას, რათა დემოკრატიულ გზას დაუბრუნდნენ“, - განაცხადა ჰიპერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ