მედია - აშშ-მა და უკრაინამ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მარტში მიღწევის შესაძლებლობა განიხილეს

ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

ამერიკულმა დელეგაციამ, სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით, აბუ-დაბიში და მაიამიში გამართულ შეხვედრებზე უკრაინელ კოლეგებს თავიანთი აზრი გაუზიარეს და განაცხადეს, რომ სასურველია, ეს კენჭისყრა რაც შეიძლება მალე ჩატარდეს.

Reuters-ის წყაროების ცნობით, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ კონგრესის ნოემბრის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ტრამპი, სავარაუდოდ, უფრო მეტად შიდა საქმეებზე ფოკუსირდება, ეს ნიშნავს, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებს ნაკლები დრო და პოლიტიკური კაპიტალი ექნებათ სამშვიდობო შეთანხმების მოსალაპარაკებლად.

Reuters-ის წყაროების ცნობით, ამერიკელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ეროვნული არჩევნებისა და რეფერენდუმის მაისში ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს. თუმცა, მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა რამდენიმე წყარომ აშშ-ის მიერ შეთავაზებულ გრაფიკს არარეალური უწოდა.

„ამერიკელები ჩქარობენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ და დასძინა, რომ არჩევნების ორგანიზებას მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება.

Reuters-ი წერს, რომ ასეთი არჩევნების ორგანიზებას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება, რადგან უკრაინაში საომარი მდგომარეობის დროს ხმის მიცემის პროცესი აკრძალულია.

„კიევის პოზიციაა, რომ რაიმეზე შეთანხმება შეუძლებელია მანამ, სანამ აშშ და მისი პარტნიორები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს არ უზრუნველყოფენ“, - აღნიშნა წყარომ.

წყაროების ცნობით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ყველაზე დიდ დაბრკოლებას დონბასის რეგიონის ბედთან დაკავშირებით სიცხადის არარსებობა წარმოადგენს.

Reuters-ი წერს, რომ რუსეთი ნებისმიერი პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მთელი დონბასის კონტროლს მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ კიევი კვლავ აკონტროლებს ტერიტორიის 5 180 კვადრატულ კილომეტრზე მეტს. უკრაინა ამ მოთხოვნას მიუღებელს უწოდებს.

„ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ არსებობს“, - განაცხადა წყარომ.

ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი გახდა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ბედი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთმა წინააღმდეგობა გაუწია აშშ-ის წინადადებას, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი გააკონტროლებდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და მის ელექტროენერგიას რუსეთსა და უკრაინას შორის გაანაწილებდა. მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს სადგურის კონტროლს და უკრაინას იაფ ელექტროენერგიას სთავაზობს, რაც კიევისთვის მიუღებელია.

Reuters-ი წერს, რომ ამ საკითხების მოგვარების შემთხვევაშიც კი უკრაინელ ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ უარი თქვან ტერიტორიის ნებისმიერ დათმობაზე, რომელიც რეფერენდუმზე იქნება წარდგენილი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე