კიასტუტის ბუდრისი - სიტყვები და თავშეკავების ილუზიები რუსეთს ვერ შეაჩერებს, მხოლოდ ძალა, სოლიდარობა და პასუხისმგებლობა აიძულებს მას, აგრესიული ომი დაასრულოს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის კიასტუტის ბუდრისის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება ე.წ. ენერგეტიკული ზავის შესახებ, ბლეფია და ის ზამთრის იარაღად გამოყენებას და უკრაინელების ტერორს აგრძელებს.

„სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარე მცდელობებისა და „ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ პუტინის ბლეფის ფონზე, რუსეთი აგრძელებს ზამთრის იარაღად გამოყენებას - ახორციელებს რა მასშტაბურ თავდასხმა უკრაინაზე და განზრახ მიზანში იღებს სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებულ ობიექტებს“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი X-ზე.

მისი განცხადებით, ტემპერატურის ვარდნისას ადამიანების სიბნელეში გაყინვა ტერორია.

„ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე ეს სისტემატური დარტყმები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ომის დანაშაულს წარმოადგენს და მოჰყვეს რეალური პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ქმედებებით არა მხოლოდ შეშფოთების გამომხატველი განცხადებები. ამ თავდასხმების ბრძანების მიმცემი და შემსრულებელი პირები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე უნდა დადგნენ“, - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი თქმით, ლიეტუვამ ცოტა ხნის წინ უკრაინას 2.4 მილიონი ევროს ღირებულების გენერატორები გადასცა და რუსეთის თავდასხმების მასშტაბები ყველასგან ძალისხმევის შესაბამის ზრდას მოითხოვს.

„სიტყვები და თავშეკავების ილუზიები რუსეთს ვერ შეაჩერებს. მხოლოდ ძალა, სოლიდარობა და პასუხისმგებლობა აიძულებს მას, დაასრულოს აგრესიული ომი“, - წერს კიასტუტის ბუდრისი.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე