მილანში ოლიმპიურ სოფელთან საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

მილანში ოლიმპიურ სოფელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე შეტაკებები მოხდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შაბათს საღამოს მილანში, ოლიმპიური სოფლის მახლობლად გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

დემონსტრაციაში დაახლოებით 10 000 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მსვლელობის ბოლოს პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეების მცირე ჯგუფს შორის შეტაკებები მოხდა.

დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები ესროლეს, ხოლო პოლიციელებმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

შეტაკებების დროს პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა.

მილანში დემონსტრანტები საცხოვრებელი ხარჯების გაზრდას, გარემოზე ოლიმპიური თამაშების გავლენას და ქალაქში აშშ-ის დელეგაციის თანმხლები, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) ყოფნას აპროტესტებენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს