სალომე ზურაბიშვილი - რომ არა უნივერსიტეტი, რომელიც თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების კერად დარჩება, არ შეიძლება სახელმწიფო დამოუკიდებლად არსებობდეს

სახელმწიფოს სჭირდება თავისუფალი აზროვნება, ახალი თაობის თავისუფალ საფუძვლებზე აღზრდა და ამ ყველაფრის სიმბოლო არის ის, რაც ჩვენი დასაცავია - საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, რომ არა უნივერსიტეტი, რომელიც თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების კერად დარჩება, სახელმწიფო დამოუკიდებლად ვერ იარსებებს.

„დღეს 8 თებერვალია და მინდა, ეს უდიდესი დღე მთელ საზოგადოებას მოგილოცოთ. 1918 წლის 8 თებერვალი ის დღეა, როცა საქართველოს უნივერსიტეტი, სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა. ეს მხოლოდ უნივერსიტეტის დაარსება კი არ იყო, ეს ამავე დროს იყო დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯი. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა ორი რამით იწყება - ავტოკეფალიის გამოცხადებით და უნივერსიტეტის დაარსებით. უნივერსიტეტის დაარსება მოჰყვება, წლების განმავლობაში წერა-კითხვის საზოგადოების მუშაობას იმისთვის, რომ ქართული, ეროვნული სწავლება იმპერიის გარუსების შემდგომ საქართველოში დაბრუნებულიყო. იმდროინდელი ინტელიგენციის ეს განუწყვეტელი მუშაობა ჩვენი უნივერსიტეტის დაარსების საფუძველია. ამიტომ არის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ვისაც გვჯერა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არ აქვს სხვა ალტერნატივა, თუ არა რომ იყოს გაძლიერებული, იყოს ევროპული და ქვეყნის ნამდვილი მომავალი. ჩვენ, როგორც ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ უნივერსიტეტის დაარსების სათავეში იდგა, გვჯერა, რომ რომ არა დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, რომ არა უნივერსიტეტი, რომელიც თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების კერად დარჩება, მაშინ არ შეიძლება სახელმწიფო დამოუკიდებლად არსებობდეს. სახელმწიფოს სჭირდება თავისუფალი აზროვნება, ახალი თაობის თავისუფალ საფუძვლებზე აღზრდა და ამ ყველაფრის სიმბოლო არის ის, რაც ჩვენი დასაცავია - საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე