პატიმრების ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

მონუმენტთან ,,საქართველოს მატიანე" აქციაზე დაკავებულების მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე, პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკა კაცია და ექიმი გიორგი ახობაძე.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მათ მონუმენტთან

სიმბოლურად საქართველოს დროშა გაშალეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აქციაზე დაკავებული მოქალაქეები სწორედ საქართველოს მომავლისთვის იბრძვიან.

„შევიკრიბეთ სიმბოლურად მონუმენტთან - „საქართველოს მატიანე“, რომელიც ეძღვნება საქართველოს და ახლა, როცა იწერება ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორია, მთავარ როლში არიან ჩვენი სინდისის პატიმრები, პოლიტპატიმრები. რეჟიმს ამჟამად ტყვეობაში ჰყავს 120-ზე მეტი ადამიანი... სამწუხაროდ, უკანონო პატიმრობიდან ჯერ მხოლოდ ათამდე ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა...

დიახ, სწორედ რეჟიმის ტყვეების სიმტკიცეა ჩვენთვის სამაგალითო, ვინც თავისი ცხოვრების ათასობით საათს გისოსებს მიღმა ატარებს, მაგრამ მაინც სჭექს მათი ბრძოლის და თავისუფლების ხმა ციხიდან.

ამ პერფორმანსით, როგორც მეხსიერების აქტით, გამოვხატავთ მადლიერებას მათ მიმართ, ვინც საკუთარი თავისუფლება ჩვენს თავისუფალ მომავალს შესწირა.

ვეუბნებით მადლობას გოგოებს და ბიჭებს, ქალებს და კაცებს, ვინც ციხის კედლებში არიან გამოკეტილნი, მაგრამ შინაგანად არ დამარცხებულან. მათი სიმტკიცე დღეს ქვეყნის სინდისის საზომი და ჩვენი პასუხისმგებლობაა!

„საქართველოს მატიანე“ გვიყვება იმ გმირებზე, რომლებმაც ისტორიის გზაზე მძიმე ფასი გადაიხადეს. ამ სივრცეში დგომით ვამბობთ, რომ დღევანდელი რეჟიმის ტყვეები ამ მატიანეს ცოცხალი გაგრძელებაა.

დღეს ჩვენ გვინდა გითხრათ მადლობა თქვენი ისტორიული ბრძოლისთვის! როგორც ეს მონუმენტი ინახავს წარსულს, ასე შეინახავს საქართველო თქვენ სახელებს, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასს და ღირსების ისტორიას.

საქართველო ევროპის ნაწილია. გვჯერა და გვწამს, რომ ქართველი ხალხის უწყვეტი ბრძოლა ევროპული მომავლისთვის გამარჯვებით დასრულდება. მანამ კი გაიგონეთ ყველგან მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროში ჩვენი, რეჟიმის ტყვეების ხმა, ეს არის თავისუფლებისთვის ისტორიული ბრძოლის ხმა და მეტად გაგვაგონეთ თქვენი ხმაც!",-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თეონა ჭალიძემ.

დაკავებულების მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი საპროტესტო მოძრაობა ,,300 ქალის“ ინიციატივით გაიმართა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე