ჯორჯია მელონი - არსებობენ იტალიისა და იტალიელების მტრები, რომლებიც ოლიმპიური თამაშების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ

არსებობენ იტალიისა და იტალიელების მტრები, რომლებიც ოლიმპიური თამაშების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი მილანში ოლიმპიურ სოფელთან გამართულ დემონსტრაციას გამოეხმაურა, რომელიც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებით დასრულდა.

მელონის გაცხადებით, ათასობით იტალიელი დიდი მონდომებით მუშაობს, რათა ზამთრის ოლიმპიური თამაშები შეუფერხებლად ჩატარდეს.

„მაგრამ არსებობენ სხვები, იტალიისა და იტალიელების მტრები, რომლებიც ოლიმპიური თამაშების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ და ცდილობენ, ეს კადრები მსოფლიოში ტელეეკრანებზე მოხვდეს. ამის შემდეგ კი სხვები სარკინიგზო კაბელებს ჭრიან, რათა მატარებლების გასვლა შეაფერხონ“, - აღნიშნა მელონიმ.

ცნობისთვის, იტალიის პოლიციამ განაცხადა, რომ შაბათს დივერსანტებმა ქალაქ ბოლონიასთან ახლოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დააზიანეს, რამაც მატარებლების მოძრაობა რამდენიმე საათით შეაფერხა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ამასთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რუსეთმა კიბერთავდასხმები განახორციელა, რომლებიც იტალიამ წარმატებით მოიგერია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს