თეონა აქუბარდია - ჩვენ ყველანი ვიქნებით სამიზნე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წინააღმდეგობას შევწყვეტთ - სალომე ზურაბიშვილი კი, როგორც პირველი სამიზნე თავად შალვა პაპუაშვილმა დაასახელა

ივანიშვილის რეჟიმმა ვერ შეძლო ლეგიტიმაციის მიღება ვერც სახლში და ვერც ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს მსგავს ქმედებებს.

აქუბარდიას თქმით, „დელეგიტიმაცია“ ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ აწუხებს.

„ის ცრუ დებატები, რომელიც შემოიტანეს, ერთი მხრივ, მიზნად ისახავდა ლეგიტიმაციის მიღების შესაძლებლობას და ამის ჩვენებას საკუთარი ამომრჩევლისთვის, რაც ვფიქრობ, შეუძლებელია, ხოლო მეორე მხრივ, სასჯელს ყველა იმ მოქალაქეზე, რომელიც მათ ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. აქ საუბარია რეჟიმის ლეგიტიმაციაზე და არა სახელმწიფოსი, რის ცრუ მცდელობასაც ახლა ვხედავთ. არ ვფიქრობ, რომ მათ შეძლონ ზვიად გამსახურდიას დროინდელი მთავრობის ყველა პირის დაჭერა ამ კანონით. არ ვფიქრობ, რომ მათ შეძლონ თითოეული მოქალაქის ციხეში გაშვება იმის გამო, რომ ლეგიტიმაცია არ აქვთ და არ ექნებათ. ვფიქრობ, ეს არის სადამსჯელო წინაპირობების შექმნა. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენზე და ჩვენს წინააღმდეგობაზე, რამდენად გაუვათ მათ ის უკანონო კანონები და მუქარა, რომელსაც ისინი აჩვენებენ. აბსურდია ისინი რასაც ამბობენ, მათ შორის კანონით. საბოლოოდ, ეს აჩვენებს იმას, რომ დელეგიტიმაცია ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ აწუხებს მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამას აქამდე ღიად არ აღიარებდნენ“,-განაცხადა აქუბარდიამ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებისთვის პრობლემას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც წარმოადგენს, რის გამოც შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილებები მასაც შეეხოს.

სალომე ზურაბიშვილი, როგორც პირველი სამიზნე თავად შალვა პაპუაშვილმა დაასახელა. გასაგებია, რომ მათთვის სალომე ზურაბიშვილი პრობლემა არის. მას დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს, არც ქვეყნიდან წასულა და წინააღმდეგობას აგრძელებს. შესაბამისად, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ 70 დეპუტატი, ვინც ლეგიტიმაცია არ მისცა ივანიშვილის რეჟიმს თუ ნებისმიერი მოქალაქე, ჩვენ ყველანი ვიქნებით სამიზნე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წინააღმდეგობას შევწყვეტთ“, - განაცხადა აქუბარდიამ „თავისუფლების მოედნისა“ და „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ ორგანიზებით მიმდინარე ფორუმზე.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა