თბილისში ფორუმი - „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის“ გაიმართა

„თავისუფლების მოედნისა“ და „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ ორგანიზებით, ფორუმი - „ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება­ საქართველოს გულისთვის“ მიმდინარეობს.

ფორუმის ძირითადი თემებია: “როგორი საქართველოა შენების ღირსი მომდევნო ორი–სამი ათწლეულის განმავლობაში, რა ბარიერებმა შეუშალა ხელი ამ ხედვის განხორციელებას დამოუკიდებლობის შემდეგ და რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებაში”.

ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი აერთიანებს სამოქალაქო ლიდერებსა და საზოგადოებრივ ფიგურებს საქართველოს გრძელვადიან მომავალზე მოდელირებული დისკუსიისთვის.

“მკაცრი რეპრესიების მიუხედავად, საზოგადოებრივი ცხოვრება ახალ ეტაპზე გადადის: იძულებითი პოლარიზაციის პოლიტიკა სუსტდება, ხოლო მოქალაქეები სულ უფრო მეტად უარყოფენ ნარატივებს, რომლებიც ქართველებს ხელოვნურად ყოფს დაპირისპირებულ ბანაკებად”, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზატორების განცხადებით, ქვეყანას სჭირდება არა მხოლოდ წინააღმდეგობა, არამედ სანდო ალტერნატივა, საერთო მიმართულება და სამოქალაქო შესაძლებლობა მომავლის ასაშენებლად.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს