სიმონ ჯანაშია - ხალხზე ძალადობაა, როდესაც აუქმებენ უნივერსიტეტს ისე, რომ სტუდენტებს, პროფესორებს და ადმინისტრაციას არაფერს ეკითხებიან, დარწმუნებული ვარ, უკან დახევა მოუწევთ

პროფესორებმა და ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტონ აპირებენ თუ არა შეასრულონ ის მოთხოვნები, რომელიც სამინისტროს აქვს - თუ ისინი არ შეასრულებენ, ვერანაირი ძალით ვერ განახორციელებენ ამ რეფორმას, - ამის შესახებ “თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, განათლების საკითხების სპეციალისტმა სიმონ ჯანაშიამ “ინტერპრესნიუსთან” განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხალხზე „ძალადობაა, როდესაც აუქმებენ უნივერსიტეტს“ ისე, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორებს და ადმინისტრაციას არაფერს ეკითხებიან.

ჯანაშიას განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას განათლების რეფორმასთან მიმართებით უკან დახევა მოუწევს.

“განათლების ეს ე.წ. რეფორმა სამ მიზანს ემსახურება: დაიწყოს უნივერსიტეტის პოლიტიკური კონტროლი, გაიყიდოს შენობები და ვიღაცამ აქედან სარგებელი მიიღოს და ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაუშვან იმ გზით, რომ შეზღუდონ სხვა უნივერსიტეტებში ადგილების, პროფესორების რაოდენობა და სტუდენტების მიღება. ეს შეხვედრები, რაც ახლა მიმდინარეობს [განათლების სამინისტროში] იმის მაჩვენებელია, რომ ეს ყველაფერი ცუდად არის დაგეგმილი, რადგან მოლაპარაკებაც არ ჰქონიათ არავისთან. ეს არის ხალხზე ძალადობა, როდესაც აუქმებენ უნივერსიტეტს ისე, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორებს და ადმინისტრაციას არაფერს ეკითხებიან. დარწმუნებული ვარ, რომ უკან დახევა მოუწევთ. ისედაც შეუძლებელია ამ ცვლილების გატარება, მაგრამ ასე მითუმეტეს”, - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ და დასძინა:

“პირველ რიგში, პროფესორებმა და ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტონ აპირებენ თუ არა შეასრულონ ის მოთხოვნები, რომელიც სამინისტროს აქვს. თუ ისინი არ შეასრულებენ, ვერანაირი ძალით ვერ განახორციელებენ ამ რეფორმას”, - აღნიშნა ჯანაშიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე