ეგზიტპოლების თანახმად, იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს

იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს, - ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის საზოგადოებრივ მაწუყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის NHK-ის ეგზიტპოლების თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ ხმათა დიდი უმრავლესობით იმარჯვებს.

ეგზიტპოლების მიხედვით, იაპონიის ქვედა პალატაში პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის პარტია 328-მდე ადგილს მოიპოვებს, რაც 1996 წლის შემდეგ „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისთვის“ საუკეთესო შედეგი იქნება.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ კოალიციურ პარტნიორთან, „იაპონიის ინოვაციების პარტიასთან“, ე.წ. „იშინისთან“ ერთად, ქვეყნის პარლამენტის 465 ადგილიან ქვედა პალატაში 366-მდე ადგილს მიიღებს.

იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატაში უმრავლესობის მოპოვებისთვის 233 მანდატია საჭირო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს