თსუ-სთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 108 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით - “ყველა გზა თეთრი ტაძრისკენ მიდის”.

აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის შეცვლას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერები, წარწერით: "ცივილიზაციის წარმატება გონებრივ განვითარებაზეა დამოკიდებული", „თავს სინანული სჯობია, ბოლოჟამ დანანებასა“, „ყველა გზა თეთრი ტაძრისკენ მიდის". ამ წუთებში აქციის მონაწილეებს სიტყვით პროფესორ-მასწავლებლები მიმართავენ.

აქციაზე მივიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

მათ მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან შერწყმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს